აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     19 ოქტომბერს, შაბათს, აჭარის ტელევიზიის საღამოს ეთერით 21 საათსა და 15 წუთზე გადაიცა მამა ადამ ახლაძისა და პიანისტ ნანა ავალიშვილის ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი „ზღვა კი იყო უშფოთველ“. ტელეგადაცემის ხანგრძლივობა გახლდათ 1 საათი და 30 წუთი.

     პერფორმანსის ტელევერსიამ დიდი ინტერესი გამოიწვია და დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მრავალრიცხოვანი გამოხმაურებანი. პერფორმანსის შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ დღეებში არაერთი მიწვევა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

     ჩვენ ვუერთდებით ამ გამოხმაურებებს და ვულოცავთ პერფორმანსის თითოეულ მონაწილეს ამ დიდ წარმატებას! სულ გამარჯვებით გევლოთ!

Created by Joomla.ge