არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) გადაცემაში „გვპასუხობს მოძღვარი“
პარასკევს საპატრიარქოს სატელევიზიო არხ „ერთსულოვნების“ გადაცემა „გვპასუხობს მოძღვარი“ მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამღვარს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს.
“გვპასუხობს მოძღვარი” არის გადაცემა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს, დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვა მოძღვარს პირდაპირ ეთერში და მიიღოს პასუხი. გადაცემის წამყვანია გუგა მგალობლიშვილი, პროდიუსერი – ცირა ცანავა.
მამა ადამმა უპასუხა მაყურებელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. თავის პასუხებში შეეხო ძველი აღქმის მართალთა ცხოვნებას, რეინკარნაციას, საყოველთაო აღდგომას, მარხვას, მომკვდინებელ ცოდვებს, სამღვდელო პირთა გარეგნობას, წმიდათა და მართალთა ადამისა და ევას ცხოვრებას, მოყვასისათვის ლოცვას, მიცვალებულთა მოსახსენებელი საკურთხის მომზადებას, ავადმყოფთა ზიარებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხვა საკითხებს.