აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების ვიზიტი უნივერსიტეტში

2016 წლის 19 მაისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ავსტრიისა და საქართველოს წითელი ჯვრისა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები. დელეგაცია სამუშაო ვიზიტის ფორმატში შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს და ადმინისტრაციის სხვა წარმომდაგენლებს.

ავტრიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას წამოადგენდა საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი  გერლინდე ასტლეიტერი, მასთან ერთად უნივერიტეტს ეწვია   საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური პროექტების კოორდინატორი ნინო დიდბერიძე სხვა თანმხლებ პირებთან ერთად.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტში მოწყალების დების ფაკულტეტის სწავლებისა და კურიკულუმში ბინაზე მოვლის სერვისების კომპონენტებისა და ზრუნვის სისტემის (სამედიცინო და სოციალური მოვლა  ფსიქოსოციალური კომპონენტების ერთობლიობით  ბინაზე და სხვადასხვა ინსტიტუციებში)  ოპტიმიზაციას და ზოგადად, ამ მოდულის მნიშვნელობასა და აქტუალობას. 

მხარეებმა ისაუბრეს სასწავლო მოდულსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ავადმყოფის მოვლისა და  ზრუნვის სისტემის კომპონენტების სრულყოფის  კონცეპტუალური შეთავაზებზე და  არსებული სისტემის ეფექტური განვითარებისა და ადაპტირების ერთობლივ პროექტებზე. 

საუბრისას წამოიჭრა საქართველოში საექთნო განათლების ოპტიმიზაციის აუცილებლობის პრობლემა და გამოითქვა მოსაზრებები.

Created by Joomla.ge