აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 ჯილდო ბიოეთიკის განვითარებისათვის

    ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა მონაწილეობა მიიღო კიევში ა. წ. 19–22 აპრილს გამართულ საერთაშორისო კონგრესში, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული სამართლის, ბიოეთიკისა და სოციალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ 19 ქვეყნის წარმომადგენლები – სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის აღიარებული სპეციალისტები.

    19 აპრილს კონგრესის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიალზე კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტმა არქიმანდრიტი ადამ ახალაძე დააჯილდოვა განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის ბიოეთიკისა და სამედიცინო სამართლის განვითარების საქმეში  და გადასცა შესაბამისი სიგელი.

 news 19-22.04.2012 (3)

Created by Joomla.ge