მამა ადამი გადაცემაში „გვპასუხობს მოძღვარი“
ხუთშაბათს საპატრიარქოს სატელევიზიო არხ „ერთსულოვნების“ გადაცემა „გვპასუხობს მოძღვარი“ მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამღვარს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს.
“გვპასუხობს მოძღვარი” არის გადაცემა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს, დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვა მოძღვარს პირდაპირ ეთერში და მიიღოს პასუხი. გადაცემის წამყვანია გუგა მგალობლიშვილი, პროდიუსერი – ცირა ცანავა.
ძირითადი სასაუბრო თემა აბორტი გახლდათ.
მამა ადამმა უპასუხა მაყურებელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.