მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით “წმინდა ანდრიას ჯვარი”. ფესტივალი აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმიის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა..
საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 50-მდე ფილმი. მათ შორის მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური და სტუდენტური ნამუშევრები. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი პოლონელი რეჟისორი ეჟი ლუბახი გახლდათ. ფილმები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან -ბელორუსიიდან, უკრაინიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და სხვ.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი მონაწილეობდა ფესტივალის კომისიის მუშობაში. იგი მიწვეულ იქნა ღონისძიების ფარგლებში წელს პირველად დაფუძნებული საერთაშორისო მრგვალი მაგიდის წევრად, რომლის თემა გახლდათ „კინო და ეკლესია:დიალოგის პრობლემები“.
დაჯილდოვდა რამდენიმე ღვაწლმოსილი ადამიანი, გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფესტივალის მთავარი პრიზი – ‘წმიდა ანდრიას ჯვარი“, მიეანიჭა ჩვენი დროის დიდ პოეტსა და ეროვნულ მოღვაწეს ფრიდონ ხალვაშს.
ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და უშუალო პატრონაჟით გაიმართა და მიეძღვნა სვეტიცხოვლის აშენებიდან 1 700 და განახლებიდან მეათასე წლისთავს.