აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ინტერაქტიური სემინარი გერმანელ სტუდენტებთან

კონრად ადენაურის სამხრეთ კავკასიის ფონდის ოფისში არქიმანდრიტი ადამ ახალაძე შეხვდა საზღვარგარეთ გერმანელ სტუდენტთა ზაფხულის აკადემიის მსმენელებს, რომლებიც კუზანუსვერკისა და კათოლიკური აკადემიური გაცვლითი პროგრამების სტიპენდიანტებს წარმოადგენენ და 14–დან 28 სექტემბრამდე სტუმრობენ საქართველოს.

მამა ადამმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის უმთავრესი საკითხებსა და თანამედროვე გამოწვევებთან ეკლესიის დამოკიდებულების თაობაზე.

ამის შემდეგ კი უპასუხა შეკითხვებს. გაიმართა საინტერესო მსჯელობა ქრისტიანობის ისტორიული მისიის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები მართლმადიდებელი ეკლესიების (კონსტანტინეპოლის, რუსეთის, იერუსალიმის და სხვ.) ურთიერთთანამშრომლობის, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობისა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის, ეკლესიის ლიტურგიკული პრაქტიკის, სოციალური, საგანმანათლებლო და კულტურული პოლიტიკის, კათოლიკურ ეკლესიასა, კათოლიკურ უნივერსიტეტებთან და კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობის პერსპექტივების, უმაღლესი განათლების თანამედროვე პრობლემების თაობაზე.

seminari

Created by Joomla.ge