მესამე სემესტრი იწურება, რაც ჩვენი სტუდენტები ონლაინ რეჟიმში ცხოვრობენ და სწავლოვენ
კიდევ ერთი სასწავლო წელი იწურება. ჩვენი სტუდენტები მესამე სემესტრია ონლაინრეჟიმში ცხოვრობენ და სწავლობენ კოვიდ პანდემიის პირობებში.
ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო! ძალიან მოგვენატრეთ თქვენს პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტის თანამშრომლებს. მარტო ჩვენ არა, თამარ მეფის უნივერსიტეტის ბაღსაც მოენატრა თქვენი ჟრიამული, თქვენი მხიარული, ხანდახან ჩაფიქრებული სახეები... ჩვენს აუდიტორიებსაც, მერხებსაც, ლაბორატორიებსაც, სტუდიებსაც, ბიბლიოთეკასაც მოენატრა თქვენი ნაბიჯები...
დღეს გადმოგცემთ ჩვენი ბაღის მონატრებულ, ალერსით სავსე მოკითხვას!