აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტში წერილი მოვიდა

 რატომ ავირჩევდი ჩემი და ჩემი ახლობლების შვილებისა და შვილიშვილებისთვის თამარ მეფის უნივერსიტეტს...

დავიწყოთ იმით, რომ თამარ მეფის უნივერსიტეტში შარვლიან გოგონებსაც შენიშნავთ და „ბოლო მოდაზე“ თმაშეჭრილ ბიჭებსაც. იმასაც შენიშნავთ, რომ თავაზიანად მოგესალმებიან და დერეფანში ადგილსაც დაგითმობენ... არც იმან გაგაკვირვოთ, აუდიტორიებიდან ზოგჯერ ხმაური თუ მოგჭრით ყურს... სამაგიეროდ, ნახეთ, როგორი სიჩუმეა ლექციებზე, ლაბორატორიული, პრაქტიკული სამუშაოებისას... როგორ უხდებათ თეთრი ხალათები და როგორი ყურადღებიანები არიან თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებთან, როგორ ცდილობენ, კარგ სპეციალისტებად იქცნენ... როგორ უყვართ თავიანთი მომავალი პროფესიები, როგორ უყვართ თავიანთ უნივერსიტეტში გამართული პოეზიისა და მუსიკის საღამოები, რომლის მონაწილენიც თავადაც არიან... და კიდევ: სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტებს იმის შიში არასოდეს ექნებათ, რომ თუ სწავლის საფასურს ოჯახი დროულად ვერ გადაუხდის, სასწავლებლიდან გარიცხავენ. სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის ხელშესაწყობად აქ უამრავი რამ კეთდება, რასაც უნივერსიტეტის საინფორმაციო მასალებში გაეცნობით უფრო დაწვრილებით. მე კი ერთს დავამატებდი, სიამოვნებით ვანდობდი ჩემი შვილების და ახლა უკვე შვილიშვილების მომავალს ამ უნივერსიტეტს და მის რექტორს, რომლის გარშემოც პროფესიონალ მეცნიერთა და პედაგოგების გუნდია. ამ გუნდისთვის კი უმთავრესია არა მხოლოდ კარგი სპეციალისტების, არამედ ღირსეული ადამიანების აღზრდა, რაც ასე გვჭირდება დღეს ყველას... სწორედ ამიტომ ვენდობი და მინდა თქვენც ენდოთ თამარ მეფის უნივერსიტეტსა და კოლექტივს..

ელენე სალარიძე

ელენე სალარიძემ საბავშვო ლექსების წერა მანამდე დაიწყო, სანამ დედა გახდებოდა. მისმა პირველმა საბავშვო ლექსებმა საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა (საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონკურსებიც ტარდებოდა)... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, პროფესიით ჟურნალისტი ერთ-ერთ დიდ ჰოლდინგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა და ჟურნალისტიკისა და ლექსების წერისთვის ნაკლებად იცლიდა, თუმცა კი მისი საბავშვო ლექსები დროდადრო ქვეყნდებოდა ძველ სოფლის ცხოვრებაში, დილაში, მოგვიანებით საბავშვო პოეტების კრებულებში... ბოლო პერიოდში მკითხველს მინირომანებიც შესთავაზა, რომელიც პოპულარულ გამოცემებში (მათ შორის ელექტრონულ მედიაში) ქვეყნდება... 

Created by Joomla.ge