საგანმანათლებლო პროგრამების შემუშვება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად
ა.წ 16–18 თებერვალს დაბა ბაკურიანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა ტრენინგი თემაზე "საგანმანათლებლო პროგრამების შემუშვება საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად". ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი - გრიგოლ სულაბერიძე.
ტრენინგს წარმართვდნენ ცენტრის დირექტორი, ბატონი დავით კერესელიძე, ექსპერტები - ნათია ვაჭარაძე და თამარ ლორთქიფანიძე. თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ უცხოელი პარტნიორები: ტიერი კომი, ჯან–ლუკ ლამბორე, კრისტოფერ მოსი და მარგარეტ შერმუცკი.
ტრენინგის სამუშაო თემატიკა იყო:
- ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემუშავების ძირითადი მიზნები და ჩარჩოდან გამომდინარე მოთხოვნები
- პროგრამის პროფილის განსაზღვრა სოციალური და შრომის ბაზრის საჭიროების გათვალისწინებით
- პროგრამის პროფილის აღწერიდან კომპენტენციებისა და სწავლის შედეგების განსაზღვრამდე
- საგანმანათლოებლო პროგრამის მიმართ წაყენებული მოთხოვნები
- საგანმანათლებლო პროგრამების ECTS კრედიტებით გაანგარიშება
- სწავლის შედეგები და სწავლების, სწავლისა და შეფასების სტრატეგია
- სწავლის შედეგებიდან პროგრამის სტრუქტურამდე სასწავლო დატვირთვის განაწილება საგანმანათლებლო პროგრამაში
- სილაბუსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
- აკრედიტაციისა და ავტორიზაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში.
ტრენინგებზე უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩვენი უნივერსიტეტის ერთ–ერთი საგანმანათლებლო პროგრამის მაგალითზე გაანალიზდა კურიკულუმის მართებული მოდელის შექმნის საფეხურები და სწავლების სტრატეგია. დაისახა ჩვენი უნივერსიტეტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობის პერსპექტივები.