ჟურნალ ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ პრეზენტაცია
16 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალ ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ (N2, 2012 წ.) პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალში დაბეჭდილია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების საინტერესო სტატიები, ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი კვლევები მეტაფიზიკის და ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, სოციალურ-პოლიტიკური, ესთეტიკურ–ეთიკურ პრობლემებზე, ასევე ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. წარმოდგენილია ახალი თარგმანებიც კომენტარებით.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ : თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ჟურნალ ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ სარედაქციო საბჭოს უცხოელი წევრები: კონსტანცის ,,ოვიდიუსის’’ უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლაუ დურა (რუმინეთი), ბუქარესტის წმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მიჰაილი (სტანჩიუ), პროფესორი გრივერ ფარულავა, თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის ,ეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
ჟურნალში დაბეჭდილია მისი სტატია „სულიერის პრიმატი სეკულარიზებულ კულტურულ სივრცეში: ბიოეთიკური განზომილება“ .
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი