სოციალური მსახურება მშვიდობისათვის
კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ოფისში შედგა მრგვალი მაგიდა პროექტის – „სოციალური მსახურება მშვიდობისათვის“ – ფარგლებში. შეხვედრის თემა გახლდათ: „სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები“.
ღონისძიება გახსნა კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის წამომადგენლობის დირექტორმა ტომას შრაპელმა. მან შეაჯამა მიმდინარე პროექტის მუშაობის 1 წლის შედეგები და გამოთქვა მხარდაჭერის მზაობა პროექტის ახალ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საფეხურზე აყვანისა.
უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯომარემ, არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრა პროექტის ახალ გამოწვევებზე და სოციალური მსახურების გარშემო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კონფესიათა უპრეცენტო კონსოლიდაციის საერთაშორისო მნიშვნელობაზე.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, ნატო ასათიანი და საქმისწარმოებისა და ინფრომაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი, ირინე ბიბილეიშვილი.