აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ვიზიტი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში

16 ივნისს წმინდა თამარ მეფის სახელობის  უნივერსიტეტის რექტორი მამა ადამი აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის სტუმარი გახლდათ. 

ღონისძიება გახსნა სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარემ ქალბატონმა სვეტლანა ქეცბამ. მან ისაუბრა მამა ადამის საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.

საღამოს სტუმრები იყვნენ და მამა ადამისათვის რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ოქროს ჯვრის ორდენით დაჯილდოების სიხარული გაიზიარეს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), მონოზონმა ელენე ნაფეტვარიძემ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, საქველმოქმედო ფონდ „მომავალი გზის“ ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და სხვებმა. 

მამა ადამი საღამოზე თავის ლექსებს კითხულობდა. მას ჯილდო საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს საქართველოს სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ, კონცერტმაისტერმა დარეჯან მახაშვილმა, ახალგაზდა მომღერალმა მარიკა გულორდავამ, კონსერვატორიის პროფესორმა თემურ ელიავამ, ციურიხის უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში ახლახან ჩარიცხულმა სტუდენტმა, პიანისტმა დავით ქეცბაიამ. მამა ადამის ლექსები წაიკითხა მხატვრული კითხვის ოსტატმა, მსახიობმა ელდინო საღარაძემ.

ცენტრის სახელით სვეტლანა ქეცბამ მამა ადამს ცენტრის თანამშრომლის კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას მიერ შესრულებული ლოცვა „მამაო ჩვენო“ უსახსოვრა. მამა ადამმა, თავის მხრივ, ცენტრს საჩუქრად ყოვლადწმიდა სამების ხატი გადასცა.  

Created by Joomla.ge