აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საჩუქარი წმინდა მიწიდან

     2013 წლის 15 მარტს გამთენიისას იერუსალიმიდან დედა ღვთისმშობლისა და წმინდა მარიამ მაგდალინელის სასწაულმოქმედი ხატები ჩამოაბრძანეს. ისინი სპეციალურად საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისათვის შეიქმნა წმინდა მიწაზე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის ლოცვა-კურთხევით და იქაური მართლმადიდებლებისა და სასულერო პირების ძალისხმევით უამრავ წმინდა ადგილზე იყნენ დაბრძანებულნი. ხატები განსაკუთრებული ტექნიკითაა შესრულებული მონოზონ სვინკლიტიკიასა და კიდევ ერთი უცნობი ბერის მიერ.

news 15.03.2013 a (1)

     ეს საოცარი ძღვენი იერუსალიმიდან ორგანიზაცია “ელეონ 2000“–ის ხელშეწყობითა და მონაწილებით ჩამოვიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის დედა ღვთისმშობლის ხატი სპეციალურად წმ. თამარ მეფის სასწავლო უნივერსიტეტისთვისაა შექმნილი და ამიერიდან უნივერსიტეტის სამლოცველოში იქნება დაბრძანებული. წმ. მარიამ მაგდალინელის საოცარი ხატი კი, რომელიც მისივე სავანიდან, მაგდალიდან ჩამობრძანდა, წმ. მიწის მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ მორთმეული პირადი ძღვენია საქართველოს პატრიარქისადმი, უდიდესი პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატავად და მან საპატრიარქო რეზიდენციაში დაიდო სავანე.

news 15.03.2013 a (2)

     ბრწყინვალე ხატებს აეროპორტში სასულიერო პირები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები და მრევლი კმევით, გალობით და ანთებული სანთლებით მიეგებნენ.

Created by Joomla.ge