აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ახალი სამეცნიერო პარტნიორობის დასაწყისი

15 იანვარს ჩვენი უნივერსიტეტის სტუმარი გახლდათ ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და მკვლევარი ქალაქ აშხაბადიდან (თურქმენისტანი) ქალბატონი ოლგა მეხტი. მისი კვლევების სფეროებია: აღმოსავლური ენები და აღმოსავლეთმცოდნეობა, მულტიკულტურალიზმი და კულტურული კომუნიკაციები, მსოფლიო რელიგიების ისტორია.

იგი მრავალი პოპულარული წიგნის ავტორია. ამჟამად თბილისში ჩამოსულია, რათა მოიპოვოს მეცნიერული მასალა აქაურ არქივებში.

დაისახა ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები. დაიწყება მუშაობა ერთობლივ პროექტზე „აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარების საწყისები საქართველოში“.

Created by Joomla.ge