სტამბოლის შოთა რუსთაველის ცენტრში
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი მამა ადამი და კანცლერი ნატო ასათიანი ეწვივნენ სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრს, რომლის პრეზიდენტი გახლავთ სეზენ (სალომე) გიონენჯ ოქჩანი, ხოლო მისი მოადგილეა ორჰან ბერიძე.
შედგა მეტად საინტერესო საუბარი, რომელიც შეეხო ქართულ–თურქულ კულტურულ ურთიერთობებს, თურქეთელი ქართველების ეთნოკულტურულ პრობლემებს, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას.
სტუმრები გაეცნენ „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ენაზე გამოცემათა კოლექციას და მასპინძლებს საჩუქრად გადასცეს ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“.