აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

იერუსალიმის ენ კარემის დედათა მონასტრის წინამძღვრის იუბილე

     14   ნოემბერს  დაბადებიდან  80   წელი  შეუსრულდა საქართველოს დიდ მეგობარს, იერუსალიმის ენ კარემის დედათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენია გიორგიას. იგი მრავალგზის ყოფილა საქართველოში სტუმრად, სადაც მას დიდი ქრისტესმიერი სიყვარული და მეგობრობა აკავშირებს მრავალ სასულიერო პირთან.
     საიუბილეო ღონისძიებებში საქართველოს საპატრიარქოს სახელით მონაწილეობის მისაღებად წმინდა მიწაზე გაემგზავრა არქიმანდრიტი ადამი, რომელმაც იუბილარს გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მისალოცი ადრესი და საჩუქარი.

 news 14.11.2011 (1)news 14.11.2011 (3)

     მამა   ადამმა   მონაწილეობა  მიიღო სადღესასწაულო წირვებში მაცხოვრის საფლავსა და დედათა მონასტრის ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარში. იმავე საღამოს გაიმართა ოფიციალური მიღება იერუსალიმის სასტუმრო „ნოტრ–დამში“.

     საიუბილეოდ ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რამდენიმე დღის განმავლობაში მოელოცათ წმინდა ადგილები: ბეთლემი, მწყემსთა ველი, სინას მთა, ნაზარეთი, იერიქონი, ტიბერია, გერასიმე იორდანელის უდაბნო და სხვ.

news 14.11.2011 (2)

Created by Joomla.ge