აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

   2011 წლის 14 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  საქართველოს საპატრი–არქომ, წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ გამართა რიგით მეორე საერთაშორისო ბიოიკური სიმპოზიუმი თამაზე„თანდაყოლილ დაავადებათა ბიოეთიკური ასპექტები“.

    კონფერენციას ესწრებოდა მრავალი საპატიო სტუ–მარი, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინის–ტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, ვატი–კანის დესპანი საქართველოში არქიეპისკოპოსი კლაუდიო გუჯერო, რომლებიც მიესალმნენ კონფერენციას და გამო–თქვეს თავიანთი აზრი სიმპოზიუმის თემის ირგვლივ.

   შეხვედრაზე პრეზენტაცა წარმოადგინა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამმა და საფრანგეთის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარი ოდილ  რეტორმა.

   სიმპოზიუმი ორ ნაწილად ჩატარდა პრეზენტაციებითა და დისკუსიებით. დასასრულს მომხსენებლებმა პასუხი გასცეს მრავალ შეკითხვას.კონფერენცია შეაჯამა მამა ადამმა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს მონაწილეობისათვის.

    

Created by Joomla.ge