აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარობისადმი მიძღვნილი შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

     2013 წლის 14 მაისს თამარობა პროფესორ რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბმა წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან, არქიმანდრიტ ადამთან შთამბეჭდავი შეხვედრით აღნიშნა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარიმართა და მასზე მოწვეულნი იყვნენ, საპატიო სტუმრები, დამსახურებული პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები, არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონების სკოლებიდან, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ–მასწავლებლები.

news 14.05.2013 (1)

     არქიმანდრიტი ადამი დარბაზის წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „ჩვენი ისტორიული წარსული, აწმყო, მომავალი. წმიდა დიდი მეფე თამარი“. ამასთან, მან ისაუბრა წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მიერ განვლილ გზაზე, დღევანდელობაზე, ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიულ მიზნებზე.

     სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ბიბლიოეთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, რუსთაველის კლუბის სახელით – თამარ ბარისაშვილი, პროფესორი მანანა ტუსკია, პოეტი და საზოგადო მოღვაწე – ემზარ კვიტაიშვილი ...

     ღონისძიების ორგანიზატორება მადლობა გადაუხადეს მამა ადამს, ესოდენ საინტერესო ფორმატის შეხვედრისათვის, შეაჯამეს ღონისძიება და ისაუბრეს, თუ რაოდენ საჭიროა მსგავსი შეხვედრები საზოგადოებისთვის, მომავალი თაობის აღზდისა და სულიერ–ზნეობრივი დონის ამაღლებისთვის.

news 14.05.2013 (3)

     დასასრულ მამა ადამმა უპასუხა დასმულ შეკითხვებსა და წაიკითხა რამდენიმე საკუთარი ლექსი კრებულიდან – „მარადისობის მონატრება შებინდებისას“. მან კიდევ ერთხელ დალოცა დამსწრენი და მათ თამარობის დღესასწაული მიულოცა.

     როგორც ცნობილია , 2013 წლის 31 იანვარს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის მიცვალებიდან 800 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ინიციატივით 2013 წელი გამოაცხადდა თამარ მეფის წლად.

Created by Joomla.ge