III საერთაშორისო
ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში
2013 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა III საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი თბილისში, თემაზე: ევთანაზია საკრალურ და სეკულარულ სივრცეში.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაციის და წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, ვატიკანის ნუნციუსი საქართველოში, მონსენიორ მარეკ სოლჩინსკი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.
სიმპოზიუმის მსვლელობისას ბიოეთიკოსებმა, სასულიერო პირებმა და ექსპერტებმა განიხილეს ევთანაზიის, როგორც თანამედროვე ბიომედიცინისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის პრობლემის სოციალური, საკანონმდებლო, სამედიცინო და სხვა ასპექტები.
სიმპოზიუმის მთავარი მომხსენებლები გახლდნენ: მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის მორალური თეოლოგიის პროფესორი ელენე კოლედი და უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არქიმანდრიტი ადამი. აგრეთვე, კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური აკაკი ჭელიძე და დიაკვანი ედუარდ გოგილაშვილი, ისტორიის დოქტორი ნუგზარ ბარდაველიძე (ტექნიკური უნივერსიტეტი).
სიმპოზიუმის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო დისკუსია ევთნაზიისა და სხვა ბიოთიკური საკითხების გარშემო.