რუსთაველის ცენტრი (სტამბოლი, თურქეთი) ერთი წლისაა
სტამბოლში იქ მცხოვრებ ქართველთა მიერ გასულ წელს დაარსდა შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრი, რომლის მიზანია შოთა რუსთველის სახელისა და „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია.
ცენტრს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს თამარ მეფის უნივერსიტეტთან.
პირველ იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა მისალოცი ადრესი გადასცეს ცენტრის პრეზიდენტს ქალბატონ სეზენ სალომე ოქჩან ბარამიძეს.