აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ქართველების ბედისწერის გზა

ქართველების ბედისწერის გზა

სტამბოლის ქართულმა სახლმა „გალაკტიონმა“ უმასპინძლა მამა ადამს, რომელმაც დამსწრეთ შესთავაზა პერფორმანსი „სად მიგვიყვანს ქართველებს ჩვენი ბედისწერის გზა“, რომელიც აგებული იყო ავტორის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტებით: „როგორც მტკვრის ერთ წვეთს“, „ჰაირიე, ანუ შენ ქართველი ხარ“, „პარალელები და გაკვირვებანი“, „ფიქრები აჰმედ მელაშვილისა, თვითმფრინავი რომ მოწყდა ქართულ მიწას და ზეცაში აიჭრა“, „ხოხბისფერი ჩვენი თბილისი“, „მოვა სიკვდილი უჩინო“, „აჰმედ ოზქან მელაშვილი – მძლეველი (1922–1980–2012), „იფრენს ქარდაქარ“, „ვითომ ჩიტი-გვრიტი იყო“, „ამომათქმევინე“.

ქართველების ბედისწერის გზა

გამოყენებული იყო ვიდეოინსტალაციები – ფრაგმენტები პერფორმანსებიდან „„ღრუბლების სითეთრეში, კენწეროების სიმწვანის მიღმა, ანუ დაბადების დღეს გილოცავ, დე!“ და „გელათთან მომენატრებით“.

მამა ადამი შეეხო ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორებიცაა:      რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებში დაკარგული ქართველების სამშობლო; იმპერიებს შორის საზღვრით გაყოფილი სამშობლო, ერი, ოჯახები; ქართველების ერთად ყოფნის ისტორიული შესაძლებლობა – საბჭოური იმპერიის დანგრევა;         უცხოეთში მცხოვრები ქართველების კულტურული რემიგრაცია ქართულ სივრცეში: ერთი ენა, ერთი გული, ერთი ფესვები მშობელ მიწაში.

ქართველების ბედისწერის გზა

ჩემი გურჯები, ჩემი  ჩვენებურები, ჩემი ქართველები... ასე ეფერებოდა მამა ადამი თანამემამულეებს სიყვარულით სავსე წიგნებიდან, ლექსებიდან, წერილებიდან, სხვა პოეტური და პროზაული ტექსტებიდან წაკითხული ამონარიდებით.  

ქართველების ბედისწერის გზა

Created by Joomla.ge