აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 წმიდა ვახტანგ მეფის ხსენების დღეს

 13 დეკემბერს უნივერსიტეტის სამლოცველოში უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ და თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა მამა გიორგი ყანჩაველმა საქართველოს წმიდათა დიდთა კეთილმსახურთა მეფეთა ვახტანგ გორგაასლის, დავით აღმაშენებლისა და თამარის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ერთად იქნა წაკითხული თამარ მეფის საპატრიარქო უნივერსიტეტის დალოცვისა და კურთხევის ლოცვა.

წმიდანო მეფენო ვახტანგ, დავით და თამარ! ყოველთა მუშაკთა, მოსწავლეთა და მასწავლელთა ამ უნივერსიტეტისა მოეც დღეგრძელობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა სიყვარული და წარმატებები! ამინ!   

Created by Joomla.ge