აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ფონდ "უფლის შვილების" პოეზიის საღამო 
ლეიკემიით  დაავადებული  ბავშვების  დასახმარებლად

      13 სექტემბერს მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალდაარსებული საქველმოქმედო ფონდ "უფლის შვილების" მიერ ორგანიზებული ღონისძიება: ფონდის წარდგინება და პოეზიის საღამო, რომელზედაც შემოწირული თანხა გადაერიცხებათ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

     საღამო გახსნა და ფონდის მოღვაწეობა დალოცა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ.

     მამა ადამი გამოვიდა ინიციატივით, ფონდთან ერთად საფუძველი ჩაუყაროს ბიბლიოთეკას, რომელიც ბინას დაიდებს ლეიკემიითა და ზოგიერთი სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო დაწესებულებებში. არქიმანდრიტმა საკუთარი ავტორობით გამოცემული რამდენიმე წიგნი იქვე გადასცა ფონდს და აღუქვა ამ საქმეში თამარ მეფის უნივერსიტეტის თანადგომა.

     შემდეგ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა საღამოს ოტგანიზატორების თხოვნით წაიკითხა საკუთარი ლექსები. საღამოს უძღვებოდა ოთარ ფალიანი. მონაწილეობდნენ: გელა დაიაური, დები ზვიადაურები, სერგო ონიანი და სხვები.

Created by Joomla.ge