სუროგატული დედობის შესახებ
ტელეკომპანია „მზის“ ეთერში
13 აპრილს დღის შოუ „მზესუმზირა“ მთლიანად მიეძღვნა ამ ბოლო დროს ერთ–ერთ ყველაზე მეტად გახმაურებულ სულიერ–ზნეობრივ და ბიოეთიკურ პრობლემას – სუროგატულ დედობას.
სტუდიის სტუმრები იყვნენ: ექსპერტი–რეპროდუქ–ტოლოგი, შრომის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მრჩეველი ქალბატონი ვერა ბაზიარი, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპრო–დუქციის ინსტიტუტის დირექ–ტორი, პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქ–ტორი, პროფესორი, არქიმანდ–რიტი ადამ ახალაძე.
გადაცემის წამყვანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს სუროგაციის ბიოსამედიცინო არსზე, იმ სოციალურ–კულტურულ და სულიერ–ზნეობრივ პრობ–ლემებზე, რომლებიც ჩნდება საზოგადოებაში ამ ფე–ნომენის დანერგვასთან დაკავშირებით.
გაცხადდა აზრი იმის თაობა–ზე, რომ დღეს უკვე საყოველთა–ოდაა ცნობილი ქრისტიანთა მკვეთრად უარყოფითი დამოკი–დებულება სუროგატული დედო–ბისადმი. თუმცა სეკულარიზე–ბულ საზოგადოებაში კითხვები სუროგაციის ირგვლივ კვლავ ჩნდება. „მზესუმზირამ“ ამ გადაცემით კიდევ ერთხელ დაანახა მაყურებელს როგორც მეცნიერთა და ჯანდაცვის სისტემის წარმო–მადგენელთა, ასევე ეკლესიის დამოკიდებულება ამ სერიოზული სულიერი და ზნეობრივი პრობლე–მისადმი.