აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: 
„ქართულ– აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები

წელს აფხაზეთში 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღებიდან 24 წელი შესრულდა, ომისა, რომელმაც  შვა ეგრეთწოდებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ამასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – „ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“. ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქო, წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა, რომელმაც ხაზი გაუსვა აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას  ქართულ-აფხაზური დიალოგის ფარგლებში.  კონფერენციას მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა.      მომხსენებლებმა ისაუბრეს  აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიის და ეპარქიის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე, 1992/1993 წლების ომის გეოპოლიტიკურ შედეგებზე, თურქეთის აფხაზური დიასპორის საქმიანობაზე, დაურეგულირებელი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის პირობებში გახანგრძლივებული დევნილობისა და იძულებით გადაადგილებულთა სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე.

ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილენი დალოცა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სამეცნიერო კონფერენციის  
პ რ ო გ რ ა მ ა

მ ო ხ ს ე ნ ე ბ ე ბ ი:

1.ბეჟან ხორავა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
აფხაზეთი: ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

2.დაზმირ ჯოჯუა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
1992/1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები

3.ზაზა წურწუმია – წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და თურქეთის აფხაზური დიასპორა

4.ქეთევან პავლიაშვილი – წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია. ისტორიული ნარკვევი

5.ლია ახალაძე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
აფხაზური ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციები XX საუკუნის 90-იანი წლებსა და XXI საუკუნის დასაწყისში

6.არქიმანდრიტი ადამ ახალაძე – წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
აფხაზეთი: ომი და კონფლიქტი მომავლის გადასახედიდან

           

Created by Joomla.ge