აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“.

კონფერენციაზე მუშაობდა 3 სექცია: 1. რელიგია და მეცნიერება; 2. ეკლესია და სახელმწიფო; 3. რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება.

კონფერენციის მიზანი გახლდათ ეს საკითხები განხილულიყო ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში. ჯანსაღი სეკულარიზმი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიიის მშვიდობიმსყოფელი როლის წარმოჩენას. ამის საწინააღმდეგოდ, მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, მიაკუთნებს რა რელიგიას პიროვნების კერძო სფეროს, იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას და საფუძველს უქმნის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს. 

კონფერენცია გაიხსნა 10.30.–ზე. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

გახსნის ცერემონიალს მოდერატორობას უწევდა ქალბქტონი მარიამ ჯაში - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.

კონფერენციის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა შორისაა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი.

Created by Joomla.ge