აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საჩუქარი უნივერსიტეტს

დ. ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ ჩვენს უნივერსიტეტს პირადი კოლექციიდან  საჩუქრად გადასცა წმიდა თამარ მეფის ნაქარგი ხატი, რომელიც გახლავთ ასლი ბეთანიის მონასტრის წმიდა თამარ მეფის ფრესკისა.

ხატი ბ-ნ გივი ღამბაშიძის დედის – ქალბატონ ანა ღამბაშიძის ნაქარგობაა. იგი 1988 წლის 30 მაისს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. აღსანიშნავია, რომ ანა ღამბაშიძე კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 1983 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველ ქალთა პირველ ჯგუფს, რომელთაც ნაქარგობის საქმის აღორძინება დაიწყეს. 

ხატი კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს ჩენს უნივერსიტეტში. ქალბატონი ანა ამ ნაქარგობაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

       

Created by Joomla.ge