საერთაშორისო სიმპოზიუმის პირველი დღე
ოვიდიუსის უნივერსიტეტში
დღეს დილის 10 საათზე ოვიდიუსის უნივერსიტეტის (ქ. კონსტანცა, რუმინეთი) გაიხსნა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქრისტიანული ეკლესიების როლი და ინსტიტუციონალიზაციის ფორმები საუკუნეების განმავლობაში. მოსაზრებანი და შეფასებანი“.
მისასალმებელი სიტყვებით დამსწრე საზოგადოების, სიმპოზიუმის მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე წარსდგნენ: ტომისის არქიეპისკოპოსი, პროფესორი, მეუფე თეოდოსი პეტრესკუ, ოვიდიუსის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სორინ რუგინა, რუმინეთის მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი ვიქტორ ჩუპინა, ოვიდიუსის უნივერსიტეტის მონოთეისტურ რელიგიათა კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნიკოლაოს დურა.
საქართველოს ეკლესიისა და მეცნიერებათა აკადემიის სახელით სიმპოზიუმს სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.
სიმპოზიუმის პირველ პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა – „გორის ეგრეთ წოდებული „ფრანგული ეკლესიის“ ირგვლივ გაჩაღებული დისპუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა, ვატიკანსა, რუსეთის მართლმადიდებელ და სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიებს შორის (XVIII-XIX სს.)“.
მეორე სხდომაზე ორი მოხსენება წარმოადგინა ჩვენმა უნივერსიტეტმა: უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობანი პოსტსაბჭოთა საქართველოში და კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერა“; აგრეთვე მამა ადამისა და პროფესორ გრიგოლ სულაბერიძის ერთობლივი ნაშრომი – „საბჭოთა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და მისი ასახვა ეგრეთ წოდებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში“.
რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი გახლდნენ ასევე პლენარულ სხდომათა მოდერატორები.
ხვალ სიმპოზიუმი კვლავ გააგრძელებს თავის მუშაობას.