საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი
2015 წლის 10–14 ნოემბერს თბილისში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი - "ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები". ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქო.
კონგრესში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ცნობილმა ქართველოლოგებმა მიიღეს.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის სახელით კონგრესზე მოხსენებით წარსდგა უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ელენე კავლელაშვილი.
თემა: შავშეთისა და ოლთისი მხარის სამი უცნობი კომპლექსი.