თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი
სტუმრად რადიოგადაცემაში
"ისევ განათლების საკითხებზე"
2013 წლის 10 აგვისტოს ჟურნალისტმა და ავტორმა ნინო დათუკიშვილმა თავის რადიოგადაცემაში ‘’ისევ განათლების საკითხებზე“ სპეციალურ სტუმრად მიიწვია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი(ახალაძე).
საუბრის თემა გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიმოხილვა, ბიოეთიკის დარგის განვითარების – სწავლებისა კვლევის ურთიერთშერწყმის პრობლემები საუნივერსიტეტო სივრცესა და ჯანდაცვის სისტემაში.
უნივერსიტეტის რექტორმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამებზე, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების, ტრადიციული და ლიბერალური ეთიკური პარადიგმის, ბიოეთიკის სწავლების პრობლემების შესახებ, ასევე ინოვაციურ პროექტებზე და უნივერსიტეტის მომავალ პერსპექტივებზე. მან პასუხი გასცა მსმენელთა და წამყვანის მიერ დასმულ ბევრ საინტერესო შეკითხვას.
ამ რადიოგადაცემის ჩანაწერის მოსმენა შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე.