ემზარ კვიტაიშვილის პოეზიის საღამო
10 ივნისს უნივერსიტეტის დიდ დარბაზში გაიმართა პოეტ ემზარ კვიტაიშვილის პოეზიის საღამო. საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები: ვახტანგ ახალაძე და მაკა შალიკაშვილი.
პოეტს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და ისაუბრა მის შემოქმედებაზე. საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარსდგა პოეტი მურმან ჯგუბურია, ლიტერატურათმცოდნეები: თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე, რომელთაც ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე, სტილისტიკაზე და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს მისი შემოქმედების უნიკალურობაზე. უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნინო დოლიძემ, თათია ბიჩნიგაურმა, ირაკლი ჭიკაიძემ, ელენე ხოსიტაშვილმა და ანი გაჩეჩილაძე წაიკითხეს პოეტ ემზარ კვიტაიშვილის ლექსები სხვადასხვა კრებულებიდან რისთვისაც პოეტმა მადლობა გადაუხადა.
პოეზიის საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი "ალილო" და ქართველიშვილების საოჯახო ტრიო, რომელთაც საღამო გააფორმეს სპეციალურად შერჩეული ქართული სიმღერებით. ქართული საგალობლები შეასრულა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა.
დასასრულს სამადლობელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა პოეტმა ემზარ კვიტაიშვილმა და წაიკითხა ახალი ლექსები.