აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მამა ადამის მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულზე

ორშაბათს, 10 მაისს ფრაიბურგში (გერმანია) Alfaview პლატფორმაზე გაიხსნა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კვირეული "Science in Motion".

01

კვირეულის მუშაობის პირველ დღესვე, 10.00-10.45.-ზე პროგრამით გათვალისწინებული გახლდათ კვირეულის პირველი პრეზენტაცია - თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის ლექცია-მოხსენება თემაზე „ტრანსდისციპლინურობა და კროსკულტურულობა საუნივერსიტეტო მეცნიერებაში".

მოხსენება 35 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც მამა ადამმა უპასუხა მონაწილეთა შეკითხვებს.

ლექცია ჩაწერილია ორგანიზატორების მიერ და ფორუმის დამთავრების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ფრაიბურგის კვირეულის ვებგვერდზე. მანამდე კი გთავაზობთ ერთ, ჩვენი აზრით, ძირითად დასკვნას, რომელიც გაკეთდა ლექციის ბოლოს და ასე ჟღერს:

„ბუნებისმეტყველებას, ფილოსოფიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის ნათლად გამოხატული რეალური და სიღრმისეული კავშირი არსებობს. ამას ადასტურებს მეცნიერების ისტორია. ამგვარად ყალიბდება მეცნიერებაში სინთეზურ–ინტეგრაციული, ანუ ჰოლისტური აზროვნების ტიპი, რაც, ჩვენეული დეფინიციით, გულისხმობს ინფორმაციის ერთბაშად და ერთდროულად აღქმას, გადამუშავებასა და შეფასებას ბუნებათმეცნიერულ, ჰუმანიტარულ, ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო განზომილებებში. აზროვნების ამგვარ ტიპს, ასევე მეცნიერების დარგს, რომელიც ამგვარ აზროვნებას იყენებს, ტრანსდისციპლინური ეწოდება.

022

ამგვარი აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედებისა და ურთიერთკავშირების მულტი-, ინტერ- და ტრანსკულტურული მოდელების არსის კვლევა. ეს მოდელები ადამიანთა, ეთნოსთა, ხალხთა, ეროვნებათა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა განვითარების, კულტურათშორისი დიალოგის/პოლილოგის საფუძველია. დიალოგი/პოლილოგი გულისხმობს სხვებთან ურთიერთობასაც და საკუთარი „მეს“ გაგებასაც და გავლენას ახდენს ადამიანთა მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროზე. ტრანსდისციპლინურობა და კროსკულტურულობა ჭეშმარიტების მეცნიერული ძიებისა და ხელოვნებაში შემოქმედებითი პროცესების წარმართვის აუცილებელი პირობაა“.

Created by Joomla.ge