1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ამ დღეს პავლე ინგოროყვას სახელობის სამკითხველო დარბაზში პროფესორი გია სულაბერიძე შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს შიდსისა და აივ-ინფექციის გავრცელების, პრევენციის, მკურნალობის შესახებ. იქვე ბიბლიოთეკის პერსონალმა მოაწყო შიდსის თემაზე ბიბლიოთეკის ფონდებში არსებული ლიტერატურის გამოფენა.