ეთნოლოგი ნოდარ შოშიტაშვილი ქართველი მუჰაჯირების შესახებ
ყოველთვიურ ისტორიულ–შემეცნებით ჟურნალის „ისტორიანი“ ოქტომბრის და ნოემბრის ნომრებში რუბრიკით „მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები“ დაიბეჭდა საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო გრანტის 2011 წლის კონკურსში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი და გამარჯვებული პროექტის „ თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ მონაწილის, ისტორიის დოქტორის, პროფესორ ნოდარ შოშიტაშვილის რეპორტაჟები: თურქეთელი ქართველები: ‘’ჩვენ სახლი ხშირად უნდა დევნახო“ და თურქეთელი ქართველები: „ჩვენ ჩვენი გურჯული ენა დევინარჩუნეთ“.
მოგზაური ეთნოლოგის პროფესორ ნ.შოშიტაშვილის რეპორტაჟები ეხმაურება თურქეთში მცხოვრები ქართველი მუჰაჯირების თემას.