აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა არქიმანდრიტ ადამთან უკრაინის ადვოკატურის აკადემიაში

     2013 წლის 1 ნოემბერს ქ, კიევში, უკრაინის ადვოკატურის აკადემიაში ამავე აკადემიის სამედიცინო და ფარმაცევტული სამართლისა და ბიოეთიკის ინსტიტუტისა და იუნესკოს ბიოეთიკის საერთაშორისო კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა არქიმანდრიტ ადამთან.

     სტუმარს მიესალმა აკადემიის რექტორი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ტატიანა ვარფოლომეევა. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები: მედიცინის მუშაკები, იურისტები, მეცნიერები და სხვა დაინტერესებული პირები.

     მამა ადამმა წაიკითხა ლექცია თანამედროვე ბიომედიცინისა და ჯანდაცვის ეთიკური პრობლემების გადაწყვეტის სირთულეების შესახებ. ლექციის შემდეგ კი უპასუხა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

     აკადემიის სამეცნიერო საბჭოსა და იუნესკოს კათედრის გადაწყვეტილებით ამგვარი ლექციები რეგულარულად იქნება წაკითხული მამა ადამის მიერ.

Created by Joomla.ge