აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 პასუხები მარსელ პრუსტისეული ანკეტის შეკითხვებზე

ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“ მე–9 ნომერში (2015 წლის 1 მაისი) აქვეყნებს მამა ადამის ინტერვიუს მარსელ პრუსტის ცნობილი ანკეტის კვალობაზე შედგენილი კითხვების მიხედვით გალაკტიონისეული ლოზუნგიანი სათაურით „დრო, დრო აღნიშნე!“ 

მამა ადამი თავისი ჩვეულებისამებრ არღვევს ინტერვიუსა და ანკეტის საზღვრებს და ანკეტას ბოლოში თან ურთავს ლექსს „P.შ. (მარსელ პრუსტის ანკეტის პოსტკრიპტუმი)“. 

პასუხების ნიმუშად ერთ–ორს შემოგთავაზებთ, დანარჩენი კი – ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ მე–9 ნომერში!!! 

თქვენი სულიერი მდგომარეობა ამჟამად? 

- ურთულესი, აურაცხელგანზომილებიან სამყაროში ყოველწამიერად ცვალებადი, დუღაბიც სჭირდება და ქვაც, ორნამენტებიც და გუმბათზე დასადგმელი ჯვარიც, მაგრამ აკი ეს ყველაფერი ხუროთმოძღვრის საქმეა... ჰო-და მეც ყოველი სასოება ჩემი მასზედა დამიძს...  

. . . 

თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?

 – თუკიო?! გარდაცვალებიდან მესამე დღეს ანგელოზებს გარდაცვლილის სული მიჰყავთ უფალთან. ეს არის უბედნიერესი წამი – პირველი შეხვედრა მაცხოვართან, როდესაც რწმენის ხანა მთავრდება, რადგან შენ უკვე ხედავ რეალურად მას – იესო ქრისტეს, ვისიც გწამდა! სამსჯავროზე კი, ”რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა... დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა“ (მათე, 25, 31), უფალს ორი სათქმელი აქვს ჩვენთვის გამზადებული: ერთი მარჯვნივ მდგომ ცხოვართათვის, მეორე – მარცხნივ დადგინებულ თიკანთათვის. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი იმათ შორის ვყოფილიყავი, ვისაც ეტყვის: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (მათე, 25, 34). 

Created by Joomla.ge