მსახიობები მოვიდნენ სტუდენტებთან...
დღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს ეწვივნენ ცნობილი მსახიობები – მანანა სურმავა, მაკა შალიკაშვილი და ვახტანგ ახალაძე.
საღამოს უძღვებოდა მამა ადამი. მანანა სურმავამ წარმოადგინა ნაწყვეტი მონოსპექტაკლიდან „პატარა უფლისწული“, ვახტანგ ახალაძემ – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლიდან „არ დავივიწყო“. მსახიობებმა წაიკითხეს ლექსები, უპასუხეს სტუდენტთა შეკითხვებს.
გადაწყდა ერთობლივი პროექტის განხორციელება თამარ მეფის უნივერსიტეტის მეტყველების კულტურისა და მხატვრული კითხვის ცენტრის ბაზაზე.
საღამო დაამშვენა ქართული ტრიოს სიმღერებმა ტარიელ ბერიძის, ბექა აბულაშვილისა და ჯაბა ხვიჩიას შესრულებით.