თანამედროვე თურქეთი და დანარჩენი მსოფლიო
ჩვენს უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი. ბატონი ზურაბი გახლავთ ექსპერტი თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონთმცოდნეობაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში, თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში.
გამოცემული აქვს წიგნები: „თურქეთის შეიარაღებული ძალები“ (2000); „კაპადოკია“ (2009), „ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში“ (2010); „ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“ (2008); „ტრაპიზონის იმპერია XIII საუკუნეში“ (2013).
ბატონმა ზურაბმა წაიკითხა საჯარო ლექცია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის – „თურქეთი: წარსული, დღევანდელობა, მომავალი. საგარეო და საშინაო პოლიტიკის თავისებურებანი“.
ლექცია წარიმართა მსმენელთა აქტიურობით, მათი ჩართვით წარმოდგენილი მდიდარი სასწავლო მასალის ანალიზში, განსჯასა და დისკუსიაში.