აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ტრენინგი თემაზე: საბიბლიოთეკო საქმე და ელექტრონული რესურსები

tamariuni

3–4 ოქტომბერს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: საბიბლიოთეკო საქმე და ელექტრონული რესურსები. სწავლებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები. ტრენერები – ნინელი მელქაძე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კურატორი და მარიკა ჟორჟოლიანი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის  ლიცენზირების კოორდინატორი. 

ტრენინგის მონაწილეები განიხილავდნენ  ელექტრონულ რესურსებზე არასაკმარისი მოთხოვნების ძირითად მიზეზებს; ბიბლიოთეკაში არსებულ  მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებს; ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის სხვადასხვა ფორმას; ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის დისტანციური წვდომის გაზრდის შესაძლებლობებს;   სხვადასხვა სახის ინფორმაციის მატარებლებს შორის ხარისხიანი ინფორმაციის მაქსიმალურად სრული მოცულობით შერჩევის ეფექტურ გზებს.

tamariuni

ამჟამად ბიბლიოთეკები წიგნადი ფონდის დაცვა-შენახვისა და გაზრდის ტრადიციული ამოცანების გარდა ასრულებენ საინფორმაციო ცენტრების ფუნქციებს. ტრენინგზე შეიუშავეს უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო სივრცის საგანმანთლებლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ეფექტურ საინფორმაციო ცენტრად ჩამოყალიბების გეგმა.

tamariuni

Created by Joomla.ge