გაუქმდა ფრაიბურგში მაისში დაგეგმილი საერთაშორისო კვირეული
არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ფრაიბურგის უნივერსიტეტში მაისში დაგეგმილი მეცნიერების საეღთაშორისო კვირეული გაუქმდა.
ამის შესახებ გვაცნობა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა დოქტორმა ნაომი ჰიროემ.
წერილში წერია:
„ძვირფასო კოლეგებო და პარტნიორებო!
ამჟამად კორონავირუსის (COVID-19) ევროპაში გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს ჩვენი საერთაშორისო კვირეული, რომელიც 2020 წლის მაისშ უნდა შემდგარიყო.
ჩვენ ძალიან გვიხაროდა, რომ შეგხვდებოდით აქ ფრაიბურგში, მაგრამ ჩვენს უმთავრეს საზრუნავად რჩება ყველა ჩვენი უცხოელი სტუმრისა და პატრნიორის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ამ მიზეზით ღონისძიება აღარ გაიმართება 2020 წლის მაისში. ჩვენ ვწუხვართ იმ უხერხულობათა გამო, რაც შეიძლება შეგიქმნათ ამ გადაწყვეტილებამ, რის გამოც გვინდოდა გვეთხოვა, რომ გაგებით მოკიდებოდით შექმნილ ვითარებას.
ჩვენ დაგიკავშირდებით, როგორც კი გაგვიჩნდება შემდეგი საერთაშორისო კვირეულის ჩატარების თარიღის ალტერნატივა.
საუკეთესო სურვილებით ფრაიბურგიდან
ნაომი ჰიროე-ჰილბენგი
Head of International Office
Katholische Hochschule Freiburg
Catholic University of Applied Sciences
staatlich anerkannte Hochschule
Karlstr. 63, D - 79104 Freiburg