„შემომეგებეთ რიწის ტბავ და გუმისთის წყალო“...
კიდევ ერთი ახალი წიგნი გამოვიდა. „საერთო წარსულით – საერთო მომავლისკენ“ გამოცემულია საქარტველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით საერთაშორისო პროექტის – „მეცნიერება და რელიგია მომავლისათვის“ – ფარგლებში. წიგნის პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია ქალბატონი ბელა კოპელიანი.
ეს წიგნი სიყვარულზეა, აფხაზეთის, იქ დარჩენილი ადამიანების, ჩვენი აფხაზი მოძმეებისადმი სიყვარულზე, იმ სიყვარულზე, რომელიც ომმა და დაპირისპირებამაც კი ვერ წაშალა და გაახუნა.
წიგნის ავტოთა შორის არიან: მანანა დუმბაძე, დათა გულუა, ქარდა ქარდუხი, ნატა ვარადა, რობერტ მესხი, გურამ ოდიშარია, მაია მიქაია, ანზორ ერქომაიშვილი, სვეტლანა ქეცბა...
აქვეა დაბეჭდილი მამ ადამის ლექსები: „სევდა“, „თორემ რას გავძლებ“, „ჭუბერზე“.