შეხვედრა თურქეთელ ქართველებთან
ოთხშაბათს, 4 მაისს, 17 სთ–ზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ–კულტურული და ჰუმანიტარული კვლევების ცენტრმა მოაწყო მორიგი შეხვედრა თურქეთელ ქართველებთან.
ამჟამად უნივერსიტეტის სტუმრები იყვნენ: ქოჯაელის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ბატონი არჩილ ზოიძე (აბდულაჰ ზორლუ) და ამავე ცენტრის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მწერალი და სცენარისტი ბატონი ედვარდ დუმბაძე (ერდოღან აიდინი). მათ უპასუხეს მრავალრიცხოვან შეკითხვებს.
სიტყვით გამოვიდნენ: ცნობილი პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, ეროვნული საგანძურის მცველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე, პროფესორი მანანა ტუსკია, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, თურქოლოგი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ზაზა გვარამია და სხვები.