უნივერსიტეტის სამომავლო პერსპექტივები
გაიმართა წმინდა თამარ მეფის სახელობის უნუვერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო შეხვედრა რექტორთან.
შეხვედრა მიეძღვნა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი პროცესების მონიტორინგსა და სამომავლო პერსპექტივებს.
რექტორმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა აკადემიური პერსონალისთვის კავლიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების გაგრძელების აუცილებლობაზე. უახლოესი დროიდან დაიგეგემება შემდეგი ტრენინგები: 1. ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური სწავლება (II ეტაპი); 2. ეფექტიანი სწავლება-სწავლის სტრატეგიები და ციფრული ტექნოლოგიები ონლაინ სწავლებისას.
რექტორმა აღნიშნა, რომ სასწავლო-სამეცნიერო პროცესებისთვის დინამიურობის, აკადემიურობისა და სისტემატური ხასიათის მისანიჭებლად იგეგმება საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინაში. კონფერენციები ჩატარდება სასწავლო წლის განმავლობაში, ბოლოს კი გამოიცემა უნივერსიტეტის შრომების კრებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა ნაშრომებით. შეიქმნება სარედაქციო საბჭო.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნატა ასათიანმა ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის საბაკალავრო პროგრამების შემუშავების აუცილებლობაზე.
მომოავალ სამუშაო შეხვედრაზე ალექსანდრე რუსეცკი წარმოადგენს საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიური კლინიკის საქმიანობას. კლინიკის ბაზაზე დაიგეგმება: 1. სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის მხარდანჭერი ღონისძიებები; 2. სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო ნაშრომების განახლებული სისტემის შეთავაზება; 3. დამსაქმებლებთან ურთიერთობის ფორმების განვითარება.
ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა გია სულაბერიძემ ისაუბრა არსებული პროგრამებისა და სილაბუსების ახალ სააკრედიტაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
უნივერსიტეტის დეკანმა ბელა სარიამ დამსწრეთ გააცნო მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი საბაკალავრო და ძიძა-აღმზრდელის მომზადების პროგრამები. ისაუბრა უნივერსიტეტის ბაზაზე ძიძა-აღმზრდელთა დასაქმების ცენტრის შექმნის შესაძლებლობებზე, ასევე დედაქალაქის საჯარო სკოლებთან ერთიან საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და შემეცნებითი საქმიანობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს საექთნო სკოლის პროფესიული პროგრამის შექმნასთან დაკავშირებული საკითხებზე.
უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ საზოგადოების სოციალურ განვითარებაში შესატანი კონტრიბუციის შესახებ. ამ მიმართულებით მან რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.