აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„ნოტების ოკეანე და სიტყვების ცა“

notebis okeane

ეს სათაურად გამოტანილი სიტყვები მამა ადამის ლექსიდანაა, რომელსაც ეწოდება „ბგერები, ანუ პირველად იყო სიტყვა“. ისინი კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ–მუსიკალურ საღამოზე, რომელიც დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გაიმართა პროგრამაში წარმოდგენილი იყო არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის პოეზია და პროზა და ბატონ მოსე ბოროდას (გერმანია) პროზა და მუსიკა.

საღამო გახსნეს მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ, მუზეუმის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს ებრაელ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ევა ბაბილაშვილმა. 

notebis okeane

ბატონმა მოსე ბოროდამ ქართულ ენაზე დაწერილი ორი მოთხრობა „ნიღაბი“ და „პასუხი“ წაიკითხა, რომელთაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

მაყურებელმა ინტერესით მოისმინა ასევე მამა ადამის მცირე პოემა „სკივრიდან. სურათები ქართველ ქართველთა და ქართველ ებრაელთა ცხოვრებიდან“, ფრაგმენტები მოთხრობიდან „წვიმად ქვიშა მოდიოდა“ და ამონარიდები სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსებიდან „ამოგლეჯილი სტრიქონები სულის და ხორცის“.

notebis okeane

საღამოზე გაჟღერდა კომპოზიტორისა და მწერლის ბატონ მოსე ბოროდას მუსიკალური ნაწარმოებები: „Avharachamim“, „Schön ist die Welt“ („ეს საოცარი სამყარო“),„Glöckchen-Walzer“, ერთი ვარიაცია ციკლიდან „შვიდი ქართული ვარიაცია ერთ გერმანულ თემაზე“, „Sephardic Song“, „Arioso dolente“. 

notebis okeane

Created by Joomla.ge