სტამბულის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთა
სტუმრობა თამარ მეფის უნივერსიტეტში ცენტრის პრეზიდენტი ქალბატონი სეზენ სალომე ოქჩან ბარამიძე და მისი თანაშემწე ორჰან ბერიძე პირველად არ სტუმრობენ თამარ მეფის უნივერსიტეტს. ამჯერად რექტორთან შეხვედრისას იმსჯელეს მომავალ თანამშრომლობაზე. გადაწყდა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება. დაიგეგმა ამ კონფერენციის მოსამზადებელი ღონისძიებები.
სტუმრებმა უნივერსიტეტსა და მის რექტორს საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე სტამბულის შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.