აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წერილმა დაგვიდასტურა, რომ მსოფლიო ფორუმი ფლორენციაში არ ჩატარდება

florence

თებერვლის თვეში ორი წერილი მიიღო ჩვენმა უნივერსიტეტმა იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საერთაშორისო ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული კარანტინი ტოსკანაში. ამჯერად რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის „ცხოვრება ტურიზმის ფარგლებს იქით“ მსოფლიო ფორუმი „ვაშენოთ მშვიდობა კულტურული მემკვიდრეობის დახმარებით“ გაუქმებულია. 

აი, რა არის ნათქვამი ჩვენს მიერ მირებულ წერილში: 

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 13–15 მარტს ფლორენციაში (იტალია) დაგეგმილი ფორუმი „ვაშენოთ მშვიდობა კულტურული მემკვიდრეობის დახმარებით“ გადატანილია გარკვეული დროით იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადების (CoVID-19) გავრცელებამ გლობალური ხასიათი მიიღო. 

ჩვენ უკვე შევატყობინეთ ამის თაობაზე ყველას, ვინც კი მონაწილეობაზე გააკეთა განაცხადი და დარეგისტრირდა (ჩვენთან შემოვიდა 214 ავტორის 165 თეზისი 5 კონტინენტის 48 ქვეყნის 95 ქალაქიდან). ამასთან ვზრუნავთ, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, ვისაც ჩვენთან აქვს კონტაქტი საერთაშორისო ქსელების საშუალებით.

ჩვენ მუდმივად გამოგიგზავნით შეტყობინებებს ფორუმის ჩატარების ახალი თარიღის შესახებ. ასევე შეგახსენებთ, რომ ფორუმის ვებ-გვერდზე გავაგრძელებთ სიახლეების გამოქვეყნებას.

Created by Joomla.ge