კულტურათა შორის დიალოგი:
ერთაშორისი ურთიერთობები – კროსკულტურული კომუნიკაციები
რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის Life Beyond Tourism მოძრაობის 21-ე ასამბლეისა და სიმპოზიუმის ფარგლებში (დევიზი გახლდათ „მემკვიდრეობა, როგორც მომავლის მშენებელი“) Palazzo Coppini-ის Sala Shkaev-ში შედგა B1 სექციის სხდომა „დიალოგი კულტურათა შორის“.
სექციის მუშაობაში მონაწილეობდა და მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. მოხსენების თემა გახლდათ „ერთაშორისი (ინტერნაციონალური) ურთიერთობების სივრცე კროსკულტურული კომუნიკაციების თვალსაზრისით“.