აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ფრთხილად! საქართველოში  H1N1 გრიპის ვირუსი ვრცელდება!

ამასთან დაკავშირებით ჩვენი საიტის მკითხველთათვის ვაქვეყნებთ მცირე ინფორმაციას, რაც ყველამ უნდა იცოდეს.

h1n1

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის აფეთქება დაიწყო მექსიკაში 2009 წლის აპრილის ბოლოს. გამომწვევია გრიპის A ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან.

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი განეკუთვნება სასუნთქი ორგანოების დაავადებათა კლასს. იგი უაღრესად გადამდები დაავადებაა, რომელიც ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის, ლორწოსა და ნერწყვის ნაწილაკებით. ბავშვები 5 წლამდე და 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან ღორის გრიპის გავრცელების მაღალ რისკ-ჯგუფებს. სხვა რისკ ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ სუსტი იმუნური სისტემის არსებობა და ორსულობა.

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომებს. პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ეწყება მაღალი ცხელებითა (ჩვეულებრივ, 380С-ზე მეტი) და რესპირაციული სიმპტომებით: ყელის ტკივილი, ხველა (უფრო მშრალი) და თავის ტკივილი. ხშირია ცხვირიდან დენა, ცხვირის გაჭედვა. ასევე აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დაღლა. იშვიათად – კონიუნქტივიტი. 

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას აღინიშნება: სუნთქვის უკმარისობა და ლეთარგია. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა გასტროინტესტინური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, და/ან დიარეა. 

პაციენტთა გარკვეულ ჯგუფებს – ჩვილები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული პირები – შესაძლებელია ჰქონდეთ დაავადების ატიპური გამოვლინებები. ჩვილ ბავშვებს შესაძლებელია არ ჰქონდეთ ხველა ან სხვა რესპირაციული სიმპტომები. მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ლეთარგია, აპნოე ან დისპნოე, ციანოზი, დეჰიდრატაცია, მენტალური სტატუსის შეცვლა. 

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 2-3 დღეს შეადგენს (მაქსიმალურ ვადად უნდა ჩაითვალოს 7 დღე). სიმპტომები გრძელდება დაახლოებით ერთი-ორი კვირა.

როგორია დაავადების სიმძიმის ნიშნები, რაც გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე მიუთითებს ?

მოზრდილებში  

  • სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი გულმკერდის ან მუცლის არეში
  • უეცარი თავბრუსხვევა
  • კონფუზია
  • მძიმე ან პერსისტული ღებინება
  • დაბალი ტემპერატურა

ბავშვებში  

  • სუნთქვის აჩქარება ან გაძნელება
  • კანის ციანოზი
  • სითხის მიღებაზე უარის თქმა
  • გაძნელებული გამოღვიძება ან კონტაქტში შესვლის გაძნელება
  • გაღიზიანებადობა
  • გრიპისმაგვარი სიმპტომები
  • გრიპისმაგვარი დაავადება, რომელიც გაუმჯობესდა, მაგრამ პაციენტი უკან შემობრუნდა გაუარესების გამო  
  • ცხელება გამონაყარით
  • საკვების მიღებაზე უარის თქმა
  • ტირილი ცრემლების გარეშე

 

რა გართულებები ახასიათებს პანდემიურ (H1N1) 2009 გრიპს?

  • ზემო რესპირაციული ტრაქტის დაავადებები (სინუსიტი, ოტიტი, კრუპი);
  • ქვემო რესპირაციული ტრაქტის დაავადებები (პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმური სტატუსი);  
  • გულის დაავადებები (მიოკარდიტი, პერიკარდიტი);
  • ნევროლოგიური დარღვევები (მწვავე და პოსტინფექციური ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი);  
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი;
  • თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

 

კლინიკური კრიტერიუმები:

მწვავედ განვითარებული კლინიკური სიმპტომები:  ცხელება > 380С და გრიპისმაგვარი დაავადებების კლინიკური ნიშნები (ერთი ან მეტი ჩამოთვლილთაგან: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, რინორეა/ცხვირის გაჭედვა, ღებინება/დიარეა და სხვ.) 

ან  სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციური დაავადება მიმდინარე ქოშინით ან სუნთქვის უკმარისობით . 

ტემპერატურის მატების დოკუმენტირება არ არის სავალდებულო თერმომეტრით; საკმარისია ტემპერატურის მატების თუნდაც ერთი პრეცედენტის სუბიექტური დადასტურება წინა სამი დღის განმავლობაში.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში ნებისმიერი პირი, რომელსაც აღენიშნება ზემოაღნიშნული კლინიკური კრიტერიუმები, უნდა ჩაითვალოს პანდემიური (H1N1) გრიპის შესაძლო შემთხვევად.

რომელი პაციენტის მართვა შეიძლება განხორციელდეს ბინაზე?

ექიმის მიერ შეფასების შემდეგ მსუბუქი გრიპის სიმპტომების მქონე პაციენტები, რომელთაც არ აღენიშნებათ მძიმე დაავადების თვალსაჩინო ნიშნები; და არ არიან გართულებების მაღალი რისკის ჯგუფიდან, შესაძლოა განთავსდნენ ბინაზე და იქ ჩაუტარდეთ მკურნალობა

როგორ ხორციელდება პაციენტის მართვა ბინაზე?

მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს, რომელთაც არ აღენიშნებათ გართულებების რისკის ფაქტორები ან დაავადების პროგრესირების/დამძიმების კლინიკური ნიშნები, უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა ბინაზე. ამ ჯგუფის პაციენტები არ საჭიროებენ ანტივირუსულ თერაპიას.

ბინაზე მათ ენიშნებათ ანალგეზიური ან ანტიპირეტული საშუალებები (არჩევის პრეპარატია აცეტამინოფენი). ასპირინი ან ასპირინის შემცველი პრეპარატები (ასკოფენი, ბისმუტის სალიცილატი...) არ უნდა დაინიშნოს 18 წლამდე ასაკის პოპულაციაში რეიეს სინდრომის განვითარების მომატებული რისკის გამო;  დიდი რაოდენობით სითხე რეჰიდრატაციისათვის პაციენტის საჭიროებიდან / მდგომარეობიდან გამომდინარე;  იზოლაცია ბინის პირობებში და მოსვენების მდგომარეობა ცხელების ჩათავებამდე.  ინფექციის კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები ბინაზე;  პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობა სამედიცინო პერსონალის ან ოჯახის წევრის მიერ დაავადების პროგრესირების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის თვალსაზრისით

დაავადების პროგრესირებისა და დამძიმების სიმპტომებისა და ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის ბინაზე დატოვების საკითხი უნდა გადაიხედოს და განხილულ იქნას ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

რჩევები პაციენტს ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში  

პაციენტი თავსდება განცალკევებულ ოთახში სიმპტომების შემცირებამდე ან მათ ალაგებამდე; ნარჩუნდება კარგი ვენტილაცია (ღია ფანჯრები) და საკმარისი მზის სხივები; საჭიროა სულ მცირე 1.8 მ დისტანციის დაცვა პაციენტისაგან; პაციენტი იყენებს ნიღაბს, როცა ის იმყოფება ოთახში, სადაც ოჯახის სხვა ჯანმრთელი წევრებიც იმყოფებიან;  გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ სახლიდან გასვლას და სხვა ადამიანებთან კონტაქტს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის მოგზაურობასაც, სულ მცირე 24 საათის განმავლობაში სიცხის დაწევის მომენტიდან (ბავშვები, განსაკუთრებით მცირე ასაკში, დიდხანს გამოჰყოფენ ვირუსს);  თუ გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე პაციენტისათვის აუცილებელია შინიდან გასვლა (მაგალითად, სამედიცინო საჭიროების გამო) მან უნდა ატაროს ნიღაბი და დაიფაროს ცხვირი და პირი ხველისა და ცემინების დროს.

რჩევები პაციენტის ოჯახის წევრებს, როდესაც მას ბინაზე მკურნალობთ

ავადმყოფს არ უნდა ჰყავდეს მნახველები, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც მათი მოვლა ევალება; შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნას აცილებული 1,8 მ-ზე ახლო კონტაქტი ავადმყოფიდან; თუ შესაძლებელია, ოჯახში უნდა განისაზღვროს ერთი ადამიანი, რომელიც მოუვლის ავადმყოფს (ის არ უნდა იყოს გრიპის გართულებების მაღალი რისკის ჯგუფიდან, მათ შორის ორსულები, თუ ეს შესაძლებელია); ოჯახის წევრებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან გრიპის გართულებების მაღალი რისკის ჯგუფს, თავი უნდა აარიდონ ავადმყოფთან 1,8 მ-ზე ახლო კონტაქტს. თუ ასეთ კონტაქტს მაინც აქვს ადგილი, საჭიროა ნიღბის გამოყენება;  ავადმყოფებმა არ უნდა მოუარონ ბავშვებს და სხვა ადამიანებს გრიპის გართულებების მაღალი რისკის ჯგუფიდან;  ავადმყოფმა უნდა დაიფაროს ცხვირი და პირი ხველის დროს და დაიბანოს ხელები საპნით ან გაიწმინდოს ალკოჰოლიანი ხელსახოცით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ;  ოჯახის ყველა წევრმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები, მათ შორის ავადმყოფთან ან ავადმყოფის ოთახთან ან საპირფარეშოსთან კონტაქტის შემდეგ; თავი აარიდოს ავადმყოფის საერთო ჭურჭლიდან საკვების გამოყენებას; ხელების გამშრალების დროს გამოყენებული უნდა იქნას ქაღალდის ხელსახოცები; ნაჭრის პირსახოცი უნდა იყოს ინდივიდუალურად განკუთვნილი ოჯახის ყველა წევრისათვის;  თუ შესაძლებელია, უნდა შენარჩუნდეს კარგი ვენტილაცია ოჯახის წევრებისათვის საერთო ოთახებში (მაგ., ფანჯრების გაღება სამზარეულოში, აბაზანაში და სხვა) მომვლელის დაცვა  პაციენტის მოვლის დროს უნდა იქნას გამოყენებული ქირურგიული ნიღაბი; ავადმყოფი ჩვილი ბავშვის ხელში დაჭერის დროს, მათი ნიკაპი უნდა იქნას მოთავსებული მომვლელის მხარზე, რათა ხველება ან ცემინება არ მოხდეს უშუალოდ მომვლელის სახეში;  ხელები უნდა გასუფთავდეს საპნით ან ალკოჰოლის შემცველი ხელსახოცით, ავადმყოფთან ან ავადმყოფის მიერ ნახმარ მოვლის საგნებთან კონტაქტის დროს; მომვლელებმა და ოჯახის წევრებმა გრიპისმაგვარი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს დასუფთავება და ნარჩენების გადაყრა  პაციენტის მიერ გამოყენებული მასალის გადაყრის შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა; საგნების ზედაპირები (მათ შორის საძინებლებში, სააბაზანო ოთახში) ან სათამაშოები უნდა გაიწმინდოს პერიოდულად საყოფაცხოვრებო დეზინფექტანტის საშუალებით;  თეთრეული, ჭურჭელი და სხვა, რომელიც გამოიყენება ავადმყოფის მიერ, შესაძლებელია გაირეცხოს სხვა ჭურჭელთან ერთად, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს საგნები არ იქნას სხვის მიერ გამოყენებული გარეცხვამდე;  თეთრეული (როგორიცაა, საწოლის თეთრეული და პირსახოცები) უნდა გაირეცხოს საყოფაცხოვრებო საპნით, ხელები უნდა გასუფთავდეს საპნით ან ალკოჰოლის შემცველი ხელსახოცით დასვრილ თეთრეულთან კონტაქტის შემდეგ;  ჭურჭელი უნდა დაირეცხოს ჭურჭლის სარეცხი მანქანით ან ხელით საპნითა და წყლით; სააბაზანო ოთახი უნდა გაიწმინდოს საყოფაცხოვრებო დეზინფექტანტით ყოველდღიურად.

ვის უტარდება ანტივირუსული მკურნალობა?

ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება რეკომენდებულია გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისათვის.

ანტივირუსული პრეპარატების დაუყოვნებლივ დანიშვნა რეკომენდებულია გრიპის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებშიც (რომელთაც არ აღენიშნებათ მძიმე დაავადების ნიშნები) თუ ისინი მიეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას:  ორსულები; 65 წლისა და მეტი ასაკის პაციენტები; 5 წლამდე ასაკის პაციენტები (განსაკუთრებით, 2 წლამდე ასაკის); პაციენტები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები მდგომარეობები: ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადება (მათ შორის, ასთმა); ქრონიკული კარდიოვასკულური დაავადება (გარდა ჰიპერტენზიისა); ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევა (ცერებრული დამბლა, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი, კუნთოვანი დისტროფია და სხვა); იმუნური სუპრესია; ჰემატოლოგიური დარღვევები; ქრონიკული ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა (გლომერულური ფილტრაცია <30 მლ/წთ); მეტაბოლური დარღვევები (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი); ავადმყოფური სიმსუქნე; აცეტილსალიცილის მჟავას ხანგრძლივი გამოყენება.

თუ პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმეა ან სწრაფად პროგრესირებს აუცილებელია მისი დროული ჰოსპიტალიზაცია.

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის დადასტურება, მისი კლინიკური მართვა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებები ერთდროულად ხორციელდება.

ვინაიდან ღორის გრიპის და სეზონური გრიპის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ მიზანშეწონილია ვეწვიოთ ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეგიონში, სადაც იფეთქა ვირუსმა.

Created by Joomla.ge