აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

საქართველოს საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

0210201801

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიმართა. მისმა უწმინდესობამ  ისაუბრა განათლების  მნიშვნელობის შესახებ და გაიხსენა სემინარია-აკადემიის დაარსების დროს არსებული სირთულეები.  „ჩემი სურვილი იყო იმ ტიპის აკადემიის დაარსება, რომელიც იქნებოდა ცოდნის მიმცემი და რწმენით გასხივოსნებული. დრო იყო მეტად რთული, მაგრამ, უფლის ნებით, ყველაფერი მოგვარდა“.

0210201803

შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

0210201802

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

Created by Joomla.ge